ტყიბულის შახტში კორონავირუსი 144 თანამშრომელს დაუდასტურდა

საქნახშირის განცხადებით, კომპანიაში დასაქმებულ 144 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი მეშახტეა აქედან კოვიდდადასტურებული.

როგორც ცნობილი ხდება ჯამში, 1 114 ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსი 144-ს დაუდასტურდა. 

კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. 

საქნახშირის ცნობით, თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ, განმეორებით ჩაუტარდებათ.