საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს, როგორც თავად ამბობენ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისთვის წიგნისა და წითელი ბარათის გადაცემა უნდოდათ.
შენობაში შესვლის მცდელობისას, აქციის მონაწილეები და ფედერაციაში მყოფი პირები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პროტესტის მიზეზი გახდა გუშინდელ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები სტადიონზე იმყოფებოდნენ, გულშემატკივარს კი შესვლის საშუალება არ მიეცა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც.







