ფინანსთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

“ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას” – აცხადებს უწყება.