ქაბულში დასახებულ ადგილას რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, რვა ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დასახებულ ადგილას რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კიდევ 30 ადამიანი დაშავდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავღანეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონის მიმართულებით თავდამსხმელმა 20 რაკეტა მანქანებიდან გაისროლა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა და ავტომობილები.

რაკეტების ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს შენობების სიახლოვეს ჩამოვარდა.

მოძრაობა „თალიბანი“ მომხდართან კავშირს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, თალიბანის და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან თავდასხმები იზრდება, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ავღანელი ცხოვრობს.