ქარელში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.