ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ბაღებში სწავლა შეწყდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაღებში სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტემა.
როგორც შესაბამის სამსახურებში TV4-ს განუცხადეს, წალკაში ყველა სააღმზრდელო დაწესებულება წყვეტს ფუნქციონირებას. ბოლნისში დღეს კიდევ მეხუთე ბაღი დაიკეტა, ხვალიდან კი სწავლა ყველა ფილიალში შეწყდება.
რაც შეეხება დმანისს, მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი ხუთ ნოემბერს შეწყდა და გადაწყვეტილება 16 ნოემბრამდეა ძალაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაღები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას. როგორც სამსახურის უფროსმა ზაურ ქარამოვმა განაცხადა, ამ დროისთვის მარნეულის 11 ბაღია დაკეტილი, რომელთაგან 10-ში გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს, ხოლო საიმერლოს საბავშვო ბაღი ვირუსის შემთხვევის დადასტურების გამოა დაკეტილი.
რაც შეეხება თეთრიწყაროს და გარდაბანს, TV4 ინფორმაციას აზუსტებს.