ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს. საკლასო ოთახებში სწავლების შეწყვეტის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსთავში არსებული ყველა საჯარო და კერძო სკოლა დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე 4 ნოემბრიდან გადავიდა. მოსწავლეები საკლასო ოთახებს 25 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა 9 ნოემბრიდან შეწყდა და სასწავლო პროცესი 25-დან განახლდება. ბოლნისში სულ 32 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.
ბოლნისის მსგავსად, 9 ნოემბრიდან შეწყდა და სასწავლო პროცესი განახლდება 25-დან გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. გარდაბანში სულ 35 საჯარო და 1 კერძო სკოლაა.
დმანისის სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე 6 ნოემბრიდან გადავიდა. როგორც რესურსცენტრში აცხადებენ, სწავლა 18-დან უნდა განახლდეს, თუმცა შესაძლოა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე, სწავლის განახლების თარიღი შეიცვალოს. დმანისის მასშტაბით სულ 27 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.
დისტანციური რეჟიმით სწავლება 25 ნოემბრამდე გაგრძელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებშიც. მარნეულში სულ 74 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.