კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევიდან, 259 ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა- ამის შესახებ ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 45 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ცხრა, შიდა ქართლში – ორი, ქვემო ქართლში – ხუთი, კახეთში – ერთი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – რთი ადამიანი.
„ინფიცირების დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, ქვემო ქართლში – 259, შიდა ქართლში – 173, გურიაში – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28,“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში 16 219 აქტიური შემთხვევაა.
„5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 142.
მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში – 378, აჭარაში – 137, იმერეთში – 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში – 132, აჭარაში – 117, იმერეთში – 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 222 – იმერეთში.
7 206 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში – 32.
სულ 6 ოქტომბრიდან – 16 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 831 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5 387“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.