ქვემო ქართლში არსებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონში ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოორდინატორთან, თეა ბაკაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტების მერებთან, მხარეში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო რწმუნებულმა დეტალურად განიხილა პრევენციული ღონისძიებებისა და ვირუსის მართვის მიმართულებით საჭირო ღონისძიებების თანმიმდევრულობა.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში რუსთავისა და ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის, რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

კოვიდ 19-ის ეფექტურად მართვის პროცესში, რიგ საკითხებთან ერთად, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ხელისუფლების, ჯანდაცვის სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლების კოორდინირებული და ოპერატიული თანამშრომლობის აუცილებლობაზე.