14-16 ნოემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, “ღამე მუზეუმში” აქცია ჩატარდება.
ქვეყნის მასშტაბით 50 მუზეუმი დამთვალიერებელს შემეცნებით და სახალისო აქტივობებს დისტანციურ ფორმატში შესთავაზებს. ღონისძიებას რუსთავის ისტორიული მუზეუმიც უერთდება.
აქციის ფარგლებში გაიმართება ონლაინ გამოფენები, ვირტუალური და ლაივ ტურები, საგანმანათლებლო პროგრამების, კურატორების, ბლოგების პრეზენტაციები, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიების ვიდეოჩვენებები და სხვა.
„ღამე მუზეუმში“ 2005 წლიდან ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება, რომელსაც საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა.