შუქურა 5:1 რუსთავი

  ეროვნული ლიგა 2-ის ეგიდით გამართულ მატჩში ქობულეთის შუქურამ ჩელე არენაზე, რუსთავის „რუსთავს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5-1 დაამარცხა.

 რუსთაველების მხრიდან ერთადერთი გოლი თამაშის მიწურულს გიორგი გოგილაშვილმა გაიტანა. ამ მომენტისთვის რუსთავს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება, რაც მთავარ ლიგაში დასაწინაურებლად საკმარისი არაა.

 მე-15 ტურის შემდეგ ჩემპიონატს სწორედ ქობულეთის შუქურა 30 ქულით ლიდერობს. რუსთავი მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს საკუთარ მოედანზე , ზუგდიდის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.