ცამეტი უბნის შედეგებით არჩევნების II ტურში ნინო ლაცაბიძე ლიდერობს

N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ცამეტი უბნის მონაცემები შევიდა, მათ შორის სამი სპეც უბანი.

ცამეტი უბნის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს. კანდიდატმა  ცამეტ უბანზე მისული 2 880 ამომრჩევლიდან,  2 381 ხმა მიიღო, რაც პროცენტულად ხმების 88,5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, დავით კირკიტაძეს კანდიდატმა 308 ხმა მოიპოვა, პროცენტულად მაჩვენებელი ხმების 11,4%-ია.

ცნობისთვის, ცამეტ უბანზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 190-ს შეადგენს.