მესხიშვილის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

რუსთავში, მესხიშვილის მესამე გასასვლელის 8 ნომერში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.

როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მაღაზიათა ქსელის “მაგნიტის” კუთვნილი ელექტროგაყვანილობის კარადა დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.

ცნობისთვის, მაღაზიათა ქსელ “მაგნიტს” დროებით ელექტროენერგია არ მიეწოდება.