ცხელების ზონაში ვირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა. როგორც ცხელების ზონაში TV4-ს განუცხადეს, ორივე მათგანი რუსთაველია და ეიქმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ მკურნალობას.

ამასთან, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვემო ქართლში ვირუსის 187 შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 3 216 შემთხვევა,გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი და გარდაიცვალა 37 პაციენტი.