ცხელების ზონაში კორონავირუსი ოთხ პაციენტს დაუდასტურდა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსთავის მკვიდრია. 

ამასთან, ცხელების ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ ოთხი პაციენტი რჩება, რომელთა პასუხები კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი.

 ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება კლინიკა „რუსთავში“. როგორც TV4-სთვის გახდა ცნობილი, გუშინ გამოსაკვლევად ტესტის ნიმუშები არ გაუგზავნიათ.