კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში. ცხელების ზონაში 24 საათის განმავლობაში 9 პირი გამოკვლიეს, საიდანაც სამის პასუხი ვირუსზე უარყოფითია. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ყველა მათგანი რუსთაველია და მათი ასაკი 40-80 წლამდე მერყეობს.
რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს, თეთრიწყაროს ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსი საეჭვო სიმპტომები მქონე ორ პაციენტს სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. პაციენტებიდან ერთი თეთრიწყაროს მცხოვრებია, ერთი კი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლიდან შეყვანილი პირია.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 3 697 შემთხვევა გამოვლინდა.
“კოვიდ-19” დღე-ღამის განმავლობაში დაუდასტურდა კლინიკა “რუსთავში” გამოკვლეულ რვა პირს. კლინიკაში ვირუსს 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.