ცხელების ცენტრში კორონავირუსი 80 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსი 80 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა. როგორც ცხელების ზონაში TV4-ს განუცხადეს, ბოლო 24 საათში 8 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან  ვირუსი ერთს დაუდასტურდა. შვიდი პაციენტის ტესტი “კოვიდ 19″-ზე უარყოფითია. 

ამასთან, ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კოვიდის მიმღებ ცენტრში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ. 

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 4 პაციენტია, რომლებსაც კორონავირუსზე გამოიკვლევენ.