წალკაში კორონავირუსი ბაღის პედაგოგს დაუდასტურდა, რის გამოც ბაღის 9 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
TV4-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ფილიალში სწავლა უკვე ერთი კვირაა შეჩერებულია.
როგორც წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ინფიცირებულ პედაგოგს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ბაღის სხვა მასწავლებლებთან, მათ შორის გამგესთან და მეთოდისტთან, რის გამოც ბაღი დროებით დაიხურა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, ყველა კონტაქტში მყოფი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტი ჩაუტარდებათ, ამასთან, როგორც წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში TV4-ს განუცხადეს, შეჩერდება თუ არა ბაღებში სწავლა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.