ხანძარი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ცეცხლი ძველ საბურავებს გაუჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე ასევე მობილიზებული იყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.