რუსთავში, მეგობრობის 31 ნომერში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი საცხოვრებელო კორპუსის ზედა სართულზე სავარაუდოდ, გაზის მილებს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია ასევე, პოლიციისა და “სოკარის” ეკიპაჟები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.