ხელვაჩაურში N41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

ხელვაჩაურში N41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა.  ინფორმაციას ოლქის თავჯდომარე ადასტურებს.

ომარ ვარშანიძის ინფორმაციით,60 წლამდე კაცი სავარაუდოდ, უბანზე გულის შეტევით დაიღუპა.

ფაქტი სოფელ ჩიქუნეთში დაფიქსირდა.

ინფორმაციას Tv25 ავრცელებს.