ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიების ფარგლებში ექვს მოწმეს გამოკითხავენ

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში,დღეს ექვსი მოწმეს გამოკითხავენ. მოწმეები უწყებაში 14:00 საათიდან არიან დაბარებულები.

 გამოძიებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ძიება 2020 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

სუს-ის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა. უწყებაში დღეს სწორედ აღნიშნული სიის წევრების გამოკითხვა იგეგმება.