ჯანმო-ს ხელმძღვანელი თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თედროს ადანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა, – ამის შესახებ WHO-ს დირექტორმა Twitter-ზე დაწერა.

როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, მას ჰქონდა კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან. 

“დადგინდა, რომ ვარ კონტაქტი იმ პირის, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს. ყველა წესების დაცვით გადავედი თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას”, – წერს გებრეიესუსი