გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 დეკემბერს 11:00-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მარის არხის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩასა და აზოტის ქარხნის მიმდებარედ, აგრეთვე გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, თაზაქენდი, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გაგარინის, სააკაძის, კოსტავას, ბათუმის, ქაშაკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.