გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ ბოლნისში, 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებში, 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამიშლო, ლოქჭანდარი, ტყისპირი, გორა, ბაზაქლო, ვაკე, ანგრევანი, გუგუთი, დალარი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.