საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე რუსთავში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა ფიქსირდება.
10 საათის მონაცემებით რუსთავში ხმა მისცა 4 311-მა ადამიანმა რაც საერთო რაოდენობის 4.01%-ია.
ამ დროისთვის მეოცე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური რუსთავში დილის 8 საათიდან ამ დრომდე ექსესების გარეშე მიმდინარეობს.









