10:00 საათის მონაცემებით, რუსთავში ხმა 4 311-მა ადამიანმა დააფიქსირა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე რუსთავში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა ფიქსირდება.

10 საათის მონაცემებით რუსთავში ხმა მისცა 4 311-მა ადამიანმა რაც საერთო რაოდენობის 4.01%-ია.

ამ დროისთვის მეოცე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური რუსთავში დილის 8 საათიდან ამ დრომდე ექსესების გარეშე მიმდინარეობს.