12 ნოემბერს ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, ოფრეთი, სიონი, გულუბახ, ბრდაზორი, ახკულა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მარტყოფი, თელეთი, კუმისის ტბის სანაპირო, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, საფარლო, ოროზმანი, გუგუთი, კამიშლო, ვაკე და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.