10:00-დან 12:00 საათამდე მონაცემებით, რუსთავში საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლა 9 447-მა ადამიანმა, რაც საერთო რაოდენობის 8.79%-ია.
ამასთან, ჯამში 12:00 საათის ჯამური მონაცემებით, საკუთარი არჩევანი გააკეთა რეგისტრირებული ამომრჩევლების 9%-მა, რაც 13 095 მოქალაქეს გულისხმობს.
ამ დროის მონაცემებით N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური რუსთავში დილის 8:00 საათიდან ამ დრომდე ექსესების გარეშე მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, სულ 124 საარჩევნო უბანია, აქედან 84 ძირითადი და 6 სპეცუბანი რუსთავის ტერიტორიაზე, 33 ძირითადი და 1 სპეცუბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზეა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 141 463-ია.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ,,ქართული ოცნების” კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და ,,ნაციონალური მოძრაობიდან” დავით კირკიტაძეა, თუმცა კირკიტაძე არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.
ნინო ლაცაბიძემ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 47.31%, დავით კირკიტაძემ კი 32.61 % მიიღო.