17:00 საათის მონაცემები: მე-12 სამაჟორიტარო ოლქში 22%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

17:00 საათის მონაცემებით, რუსთავი-გარდაბნის #12 მაჟორიტარულ ოლქში, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 22%- იანი აქტივობა დაფიქსირდა.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის განაცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე რუსთავსა და გარდაბანში 31 436 ამომრჩეველი დაფიქსირდა.