18 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ნოემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს თეთრიწყაროში ფარნავაზის, 9 აპრილის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, დიდგორის, წმინდა ნინოს, გურამიშვილის, გუდარეხის, ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, ჯორჯიაშვილის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, წინწყარო, ჯორჯიაშვილი, ქოსალარი, ირაგა, ფარცხისი, სამშვილდე, ამლივი, ენაგეთი, ბოგვი, ჩხიკვთა, დაღეთი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 13:30 საათამდე – აბონენტებს რუსთავში რუსთავში მეგობრობის, კლდიაშვილის, თოდრიას, მესხიშვილის, შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის, მარჯანიშვილის, ლესელიძის, დადიანის, კიკვიძის, სანაპიროს, ბესიკის, თავგორაშვილის, ქუჩიშვილის ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერეთელი, ორჯონიკიძე, ბაილარი, მირზოევკა, საიმერლო, ნორგიული, დიდი ბეგლიარი, ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, ბაილარი.

ამასთან, კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.