190 ახალი შემთხვევა ქვემო ქართლში

24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა – 448, იმერეთი – 513, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 98, მცხეთა-მთიანეთი – 119, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981. 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 420, აჭარაში – 789, იმერეთში – 963. მძიმე პაციენტი გვყავს 633, მათ შორის, თბილისში – 309, აჭარაში – 101, იმერეთში – 163. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 357 პირი, მათ შორის, თბილისში – 191, აჭარაში – 101, იმერეთში – 33. 3 413 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 583 – აჭარაში, 1 272 – თბილისში, ხოლო 294 – იმერეთში. 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 447 პირი, მათ შორის, თბილისში – 358, აჭარაში-1 266, ხოლო იმერეთში – 39.

სულ 6 ოქტომბრიდან – 12 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 14 575 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 709 პირი, აჭარაში – 17 568, იმერეთში – 4 629“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.