190 ახალი შემთხვევა ქვემო ქართლში

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა – 417, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 137, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 159, კახეთი – 140, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 762, აჭარაში – 1 048, იმერეთში – 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 147, იმერეთში – 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41.

3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 – თბილისში, 1 988 – აჭარაში, 316 – იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში -1 062, ხოლო იმერეთში – 26.

სულ 6 ოქტომბრიდან – 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 17 419 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 563 პირი, აჭარაში – 14 449, იმერეთში – 5 280“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.