198 ახალი შემთხვევა ქვემო ქართლში

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 198 ქვემო ქართლში დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 34 კოვიდინფიცირებულიდან ერთი ქვემო ქართლის მაცხოვრებელია. 

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: – თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა – 410, იმერეთი – 398, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.