ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
დღეს გამოვლენილი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში 1 044 შემთხვევა,
- აჭარაში – 503,
- იმერეთში – 526,
- ქვემო ქართლში – 207,
- შიდა ქართლში – 177,
- გურიაში – 89,
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117,
- კახეთში – 36,
- მცხეთა-მთიანეთში – 43,
- სამცხე-ჯავახეთში – 25,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 37 019-მდე.