დღეიდან, დიდ ქალაქებში, მათ შორის რუსთავში, 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწსებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.
TV4 დაინტერესდა რომელ საათამდე იმუშავებენ, სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელის ფილიალები რუსთავში. როგორც ცნობილი ხდება, ქსელების უმეტესობა მუშაობას 21:00 საათზე დასრულებს.
სუპერმარკეტების ქსელი „მადაგონი“ მუშაობას 21:00 საათზე შეწყვეტს.
ანალოგიურ დროს, 21:00 საათზე, დაიკეტება სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ ფილიალები რუსთავში.
„სპარის“ ფილიალები ქალაქში მომხმარებელს 22:00 საათამადე მიიღებს.
რაც შეეხება „ნიკორას“, კოსტავას N18-ში არსებული ფილიალი 24 საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ასევე 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს სუპერმარკეტების ქსელის „ლიბრეს“ ფილიალები, გარდა ერთისა. „ლიბრეს“ მეგობრობის N18-ში არსებული ფილიალი, 21:00 საათზე დაიკეტება.
რაც შეეხება რესტორან მაკდონალდს, ფილიალი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
ინფორმაცია განახლებადია.