25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

25 ნოემბერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული. ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია ამ საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.

ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობა ვლინდება ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ფორმებით, რაც მოიცავს:

ინტიმური პატრნიორის მხრიდან ძალადობას (ცემა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ქმრის მხრიდან გაუპატიურება, ფემიციდი);
სექსუალურ ძალადობას და შევიწროებას (გაუპატიურება, იძულებითი სქესობრივი აქტები, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა, იძულებითი ქორწინება, ქუჩაში შევიწროება, თვალთვალი, კიბერ-შევიწროება);
ადამიანთა ტრეფიკინგს (მონობა, სექსუალური ექსპლუატაცია);
ქალის გენიტალიების მუტაციას;
ბავშვთა ქორწინებას.

ფაქტები და რიცხვები გაერო-ს მონაცემებით :

გლობალურად, ქალების 35 პროცენტს ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა პარტნორის მხრიდან ან სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან. ამ რიცხვში არ შედის სექსუალური შევიწროება. ზოგიერთ ქვეყანაში ჩატარებული შიდა კვლევის მიხედვით, ეს რიცხვი შეიძლება იქ 70 პროცენტამდეც აღწევდეს.

ზოგიერთ ქვეყანაში ზარები სატელეფონო დახმარების ხაზებზე ხუთჯერ არის გაზრდილი, რომელშიც ქალები COVID-19-ის პანდემიის გამო პარტნიორის მხრიდან ძალადობის გაზრდის შესახებ იუწყებიან.

2020 წლის სექტემბრისთვის, 48 ქვეყანას COVID-19-ის მართვის გეგმებში შეტანილი ჰქონდა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების ზომები; 121 ქვეყანას შემოღებული აქვს ზომები, რათა გააძლიეროს გლობალური კრიზისის დროს ძალადობას გადარჩენილ ქალთა სერვისები.

ყოველდღიურად, მსოფლიოში საკუთარი ოჯახის წევრის ხელით 137 ქალი კვდება. დადგენილია, რომ 2017 წელს მსოფლიოში მოკლული 87 000 ქალიდან ნახევარზე მეტი ინტიმური პარტნიორის ან ოჯახის წვერის მიერ იყო მოკლული. იმავე წელს, მოკლულ ქალთა მესამედზე მეტი (30 000) იმჟანიმდელი ან ყოფილი ინტიმური პარტნიორის მირ იყო მოკლული.
ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხოლოდ 40 პროცენტზე ნაკლები ითხოვს რაიმე სახის დახმარებას. პოლიციას კი 10 პროცენტზე ნაკლები მიმართავს.

155 ქვეყანაში მოქმედებს კანონები ოჯახში ძალადობის შესახებ, 140 ქვეყანაში კი სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებ.
გლობალურად გამოვლენილი ადამიანებით ტრეფიკინგის მსხვერპლთა 49 პროცენტი ახალგაზრდა ქალია. ამ მაჩვენებლის 72 პროცენტი ქალებზე მოდის; ბავშვთა ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის ყოველი ოთხიდან სამი გოგონა. ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა უმეტესობას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევენ.

2019 წელს, 20დან 24 წლამდე ასაკის ყოველი ხუთი ქალიდან ერთი 18 წლამდე ასაკში გათხოვდა. გასული ათწლეულის განმავლობაში ბავშვთა ქორწინების მაჩვენებელი შემცირდა და ამ მხრივ ყველაზე დიდი კლება სამხრეთ აზიაში დაფიქსირდა.
15-დან 49 წლამდე ასაკის სულ მცირე 200 მილიონ ქალს ჩატარებული აქვს გენიტალიების მუტაცია მსოფლიოს 31 ქვეყანაში, სადაც ეს პრაქტიკა დღემდე არსებობს. ამ მაჩვენებლის ნახევარზე მეტი დასავლეთ აფრიკაზე მოდის.

15-დან 19 წლამდე ასაკის 15 მილიონამდე გოგონა მსოფლიოში იძულებითი სექსის მსხვერპლია.
ევროკავშირში ათიდან ყოველი ერთი ქალი ოდესმე გამხდარა კიბერ-შევიწროების მსხვერპლი 15 წლის ასაკის შემდეგ. მათ შორის არის არასასურველი და შეურაცხმყოფელი სექსუალური ხასიათის წერილები იმეილზე და სოციალურ ქსელებში. ეს რისკი ყველაზე მაღალია 18-29 წლის ქალებში.

ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ქალების 40-60 პროცენტი ქუჩაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. მათ შორის არის სექსუალური ხასიათის შეძახილები, თვალთვალი და ადევნება, გარყვნილი მანერით მზერა.
ხუთი რეგიონის მასშტაბით, ქალ პარლამენტართა 82 პროცენტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო მანდატის ქონის დროს გამხდარან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის ცხრა თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, შვიდ შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.