გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს 10:10-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ბაილარი, ორჯონიკიძე, წერეთელი, დიდი ბეგლიარი, ბაილარი, პატარა ბეგლიარი, საიმერლო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ფარიზი, ქოლაგირი, ცურტავი, ხატავეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, კრწანისი, მთის ძირი, შსს დაჩები და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.