26 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, კაკლიანი, ტნუსი, ჯავახი, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში 9 მაისის, ენერგეტიკის, სამედ ვურგუნის, პიონერის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 17:00 საათამდე რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, ერისთავის, გარეჯის, ჩამთის მთის, მე-17, მე-14, მე-12 მიკრორაიონებში და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.