გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ნოემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, ყარაჯალარი, ველი, ფონიჭალა, კრწანისი და მიმდებარე სოფლებში, 12:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს წალკაში და წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, წინწყარო, მექანიკური უბანი და მიმდებარე სოფლებში; 29 ნოემბერს 10:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, ახალი სამგორი, ბზიფი და მიმდებარე უბნებში; 30 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხის, მშვიდობის, მშენებელთა, მეგობრობის, მე-11 მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.