319 ახალი შემთხვევა ქვემო ქართლში

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში-664, იმერეთში-648, ქვემო ქართლში-319, შიდა ქართლში-259, გურიაში-102, სამეგრელო-ზემო სვანეთში-385, კახეთში-280, მცხეთა-მთიანეთში-128, სამცხე-ჯავახეთში-89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. მათ შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 724, აჭარაში-1 020, იმერეთში-1 219. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, თბილისში-447, აჭარაში-154, იმერეთში-226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში-201, აჭარაში-49, იმერეთში-45.

3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1266-თბილისში, 2 039-აჭარაში, 278-იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-458, აჭარაში-1 034, ხოლო იმერეთში-35.

სულ 6 ოქტომბრიდან-26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 327 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 087 პირი, აჭარაში-14 450, იმერეთში-4 816“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.