4 ახალი შემთხვევა ცხელების ცენტრში

რუსთავის ცხელების ცენტრში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც TV4-ს ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა, ინფიცირებულები 70 წლამდე ასაკის პირები არიან. ოთხივე რუსთავის მკვიდრია. ამასთან, ცხელების ზონაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ ოთხი პაციენტი რჩება, მათი  ტესტის პასუხს ელოდებიან.