4 020 ობიექტს კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები და სილამაზის სალონები/ესთეტიკური მედიცინის ცენტრები მოინახულეს. ჯამში 4020 ობიექტი.

სამსახრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს.