გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, წალასყური, თელეთი, მუხრან თელეთი, კუმისი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამშვილდე, დაღეთი, აბელიანი და მიმდებარე სოფლებში,
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, ოქტომბრის, თბილსრესის და მიმდებარე ქუჩებზე.
ამასთან, კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.