6 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

 

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 10:30-დან 18:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, კიროვის, ულიანოვის, ნიზამის და მიმდებარე ქუჩებზე, 14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სამგორი, ნასაგური, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, ნაძვები და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.