რუსთავის ბაღებში სწავლა ხვალ განახლდება

რუსთავის ბაგა-ბაღებში სწავლა 3 ნოემბერს განახლდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღებში საარჩევნო უბნები იყო მოწყობილი, რის გამოც 29 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი 3 დღით შეჩერდა.

ამ დროისთვის  ფილიალებში​ სადენზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ხვალილდან ბაღებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.