მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი დაიღუპა

რუსთავში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გარდაიცვალა.დაშავებულ მცირეწლოვანს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ TV4-ს კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს.

შეგახსენებთ, მე-19 მიკრორაიონში მცირეწლოვანი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მეზობლებმა გამოიძახეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო,რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.