2021 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.
2021 წლის მათემატიკის ტესტში 35 დავალება იქნება, მაქსიმალური ქულა კი 51-ით განისაზღვრა. ტესტის შესრულებისთვის გამოყოფილი დრო 3 სთ-ია, მინიმალური ბარიერად კი 11 ქულა დასახელდა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ სასწავლებელში მოსახვედრად. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 59 ქულას მათემატიკაში.
ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ ასევე გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური შეფასება 63 ქულა იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულა იყო ფიზიკასა და ქიმიაში 75, ხოლო დროის ხანგრძლივობა კი შეადგენდა 3 საათსა და 40 წუთს.
სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები ჯერჯერობით არ იგეგმება.