საქართველოს პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

აქციის გამო რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

 ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნებზე 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.   ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ  ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადადგეს.

ცნობისთვის, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებს.