N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 53 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის N2 დიგანოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 53 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ჯამში 24 საათში კლინიკაში 75 პირი ვირუსზე გამოიკვლიეს, საიდანაც 53-ს ვირუსი დაუდასტურდა, ხოლო 22 პირის ტესტის პასუხი “კოვიდ19”-ზე უარყოფითია. ამასთან, დადასტურებულ შემთხვევებს შორის, ორი სამედიცინო პერსონალია.

ინფორმაციისთვის, რუსთავის ცხელების ზონებში დღეს ვირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.